LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Haus of Gaga ლას-ვეგასს სტუმრობს – ლედი გაგას არაორდინალური კოსტიუმების გამოფენა (ფოტო/ვიდეო)

ლედი გაგას არაორდინალური კოსტიუმები, რომლითაც ეპატაჟური არტისტი სხვადასხვა ღონისძიებაზე გვინახავს, ლას-ვეგასში გამოფინეს.

Haus of Gaga, რომელიც ამერიკელი ვარსკვლავის პირად შემოქმედებით ჯგუფს წარმოადგენს და ,,ოსკაროსანი” მომღერლის ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და მაკიაჟზეა პასუხისმგებელი, 32 წლის მომღერლის ყველა გამორჩეულ ლუქს დამთვალიერებელს ერთ სივრცეში სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის 20-მდე კოსტიუმს შორის გამოფენაზე ნამდვილი ხორცისგან დამზადებულ ლუქიც გამოიტანეს, რომლითაც ,,მონსტრების დედა” 2010 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მივიდა.

ექსპონატებს შორისაა ასევე აქსესუარები სიმღერის Telephone კლიპიდან და სხვა.