LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიმაილაიზე რვა ალპინისტი დაიკარგა

რვა ადამიანისგან შემდგარმა ალიპისტთა ჯგუფი ჰიმალაის მთებში დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, ორი არის აშშ-დან, ხოლო დანარჩენები ინდოეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან.

BBC-ის ცნობით, ალპინისტებმა ინდოეთის მეორე ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ნანდა-დევიზე ასვლა 13 მაისს დაიწყეს.

მას შემდეგ რაც ალპინისტები ბაზაზე არ დაბრუნდნენ, სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებს წვიმები და თოვლი უშლის ხელს. ვარაუდობენ, რომ ბანაკში 31 მაისს უნდა დაბრუნებულიყვნენ.~