მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 02:53-დან 15:50 საათამდე გაგრძელდება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების მიზეზი.
ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ საკმაოდ რთული იქნება დღევანდელი – მთვარის 29-ე მძიმე ენერგიების დღე. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და სარისკო მოქმდებებს. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ ყველა პრობლემას და არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, ქურდობის და მოტყუების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების, აუქციონის და კონფერენციის მოსაწყობად, ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება ქორწინება და ახალი სასიყვარულო კავშირების გაბმის მცდელობა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ენდოკრინულ სისტემას, ყელს, ბრონქებს და ფილტვებს.
დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, იისფერი და ნარინჯისფერი, ოქროსფერი და კრემისფერი, ასევე თოფაზი, გელიოტროპი და სარდიონი, ნეფრიტი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ტყუპებისა და ლომისთვის.
