LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას სუპერსექსუალური ფოტოსესია

1 ივნისს გაყიდვაში რიანას ქალის თეთრეულის ხაზის, Savage x Fenty ახალი კოლექცია ჩაეშვა.

ბარბადოსელმა ლამაზმანმა, რომელიც თავისივე ბრენდის ამბასადორია, სიახლის საიმიჯოდ ქსელში პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებით, რომლებიც მილიონობით ინტერნეტმომხმარებელმა მოიწონა, რირიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სექსუალურობითა და მომხიბვლელობით გამორჩეულ ვარსკვლავებს შორის პირველია.

შეგახსენებთ, რომ რიანამ საკუთარი ქალის თეთრეულის ხაზის წარმოება 2018 წელს დაიწყო. ის ასევე კოსმეტიკური ბრენდის Fenty Beauty მფლობელია.