ჯენიფერ ლოპესი სადებიუტო სტუდიური ალბომის On the 6 20 წლის იუბილეს ზეიმობს.
აღსანიშნავია, რომ დისკი, რომლითაც ჯეი ლო მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩნდა ისეთ სინგლებს მოიცავს, როგორებიცაა: If You Had My Love, No Me Ames, Waiting for Tonight, Feelin’ So Good და Let’s Get Loud.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკელმა მომღერალმა ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
,,რთული დასაჯერებელია, რომ უკვე 20 წელი გავიდა. გოგონას ვიდეოდან, ეჭვიც კი არ ჰქონდა, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ვცდილობ, მასთან კონტაქტი შევინარჩუნო. ყველაფრის მიუხედავად, მიხარია რომ მეოცნებედ დავრჩი. კიდევ მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”, – დაწერა 49 წლის ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი სადებიუტო სტუდიური ალბომი On the 6 1999 წლის 1 ივნისს გამოვიდა.
