LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

სიღნაღში დაბადების დღეზე მყოფ მეგობრებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა ბოდბისხევში  წუხელ ღამით მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, 36 წლის ბექა ჭაბაშვილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.ურთიერთშელაპრაკება იმ დროს, მოხდა როცა ჭაბაშვილი დაბადების დღის სუფრიდან მეზობელთან ერთად უკან ბრუნდებოდა.

ჭაბაშვილი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში  გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას დაზიანებები თავის არეში ბლაგვი იარაღით, სავარაუდოდ ქვით ჰქონდა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.