LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:42-დან 22:18 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის მმართველი პლანეტის – მარსის 27 ივნისამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ადამიანთა ინტუიციას და ფოტოგრაფიულ მეხსიერებას, იუმორის გრძნობას, ემოციურობას და მგრძნობიარობას, მეორეს მხრივ, დეპრესიულობას, ტყუილებისა და მანიაკალური ფიქრებისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღმავებლად, საბანკო-საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, კონფერენციების და მოლაპარაკებების მოსაწყობად, ახალი საქმის დასაწყებად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს, ფილტვებს და კუჭს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ნარინჯისფერი  და ცისფერი, ასვე თოფაზი, სარდიონი და გელიოტროპი, საფირონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, რთული დღე ელით თხის რქასა და თევზებს.