LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება… ლევან ვასაძე კი, წესით, წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს – გიგი უგულავა

სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, – ამის შესახებ “ევროპულისაქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე.

გიგი უგულავა ასევე გამოეხმაურა ლევან ვასაძის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, სადაც ის თანამოაზრეებს ხვალ შეკრებისკენ მოუწოდებს. უგულავას თქმით, ვასაძის მიერ გაჟღერებული მუქარების გამო, ის ახლა წესით წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს.

“სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება. მე ყველას პრეზიდენტი ვარ, მაგრამ … არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს კატასტროფული ნიშანია. კონსტიტუციას არ სჭირდება “მაგრამ”, კონსტიტუციას სჭირდება შესრულება, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან.

დღეს რაც წავიკითხე ლევან ვასაძის განცხადებები, იმ მუქარის გამო, მისი ადგილი წინასწარ პატიმრობაშია. ეს ხელისუფლება დავით ლორთქიფანიძის პიჯაკისთვის 3 ადამიანს იჭერს და ადამიანს, რომელიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს, დამსახურებულ მოქალაქედ წარმოაჩენს. ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა დაალპო ბიძინა ივანიშვილმა,”- განაცხადა უგულავამ.