LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყურიანი ბიჭი ქართველობას არ შეეფერება – „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. როგორც თვითმხილველებმა  პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.