თბილისი პრაიდი კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, სპექტაკლი “კავკასიური მეტამორფოზა”, რომელიც ლგბტქ+ ადამიანების პრობლემებს ეხება, წარმატებითა და ექსცესების გარეშე დასრულდა.
“არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით!” – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/TiflisPride/videos/532779563927703/?v=532779563927703
თბილისში “ღირსების მარშის” ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს.
მის ჩატარებას ჰომოფობიური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან.
ვასაძისა და მისი თანამოაზრეების გეგმა უცვლელი რჩება
ბრეგაძე: პრაიდი არ ჩატარდება, თუ როგორ, ამას სიურპრიზად დავტოვებთ
