LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი, თავისუფალი ქვეყანა, ეს საქართველოა და არა რუსეთი – რუსი ვლოგერი

შესაძლოა, დაუდასტურებელი მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებობს არა პუტინის არამედ მეორე, განვითარებული რუსეთი, რეალობაა. ამას კი ბოლო დროს საქართველოში მომხდარ მოვლენებზე, რუსეთის მოქალაქეების გამოხმაურებები გვაფიქრებინებს. 

"ქართველებო, მხარს გიჭერთ" - რუსების რეაქცია პუტინის აკრძალვაზე

"ზაფხულის სეზონზე, უკვე ათასობით ბილეთი ნაყიდია ბათუმისკენ, ბინები დაჯავშნილია..."

“საქართველოს მოწყენისთვის არ სცალია. მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს ქუჩებში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუსი დეპუტატის გამო” – ასე იწყებს ახალგაზრდა რუსი ვლოგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბარს.

მოვლენების თანმიმდევრულად მოყოლის შემდეგ ვლოგერი ამბობს:

“აი, თავისუფალი ქვეყანა. ამაზე ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ რომ: რაღაც არ მოეწონათ, მაგრამ კი არ გაჩუმდნენ, არამედ ქუჩაში გამოვიდნენ. აი ეს არის ნამდვილი ოპოზიცია.

ეს საქართველოა და არა რუსეთი. ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და ამაზე საზოგადოება თვალს არ ხუჭავს” – ამბობს ვლოგერი ვიდეოში.

ვიდეოში ისმის აქციაზე შესრულებული ქართული ჰიმნიც და იგრძნობა რუსი ახალგაზრის აღფრთოვანება ამ ერთიანობის გამო.