LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ხობისწყალში მოზარდი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა. ცხედარი უკვე იპოვეს და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭს ბანაობისას გული გაუჩერდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.