მადონამ თაყვანისმცემლებს სიმღერის God Control კლიპი წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლის ინსპირაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმაა, რა დროსაც 2016 წელს ორლანდოში მდებარე გეი კლუბში ეთნიკურმა ავღანელმა, ომარ მატინიმ 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
იონას აკერლუნდის რეჟისორობით გადაღებულ შემაძრწუნებელ ვიდეოში, პოპის დედოფალი ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს.
God Control მადონას მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში Madame X შედის. დისკის რელიზი 14 ივნისს შედგა.
