LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: 9 აპრილს საქართველო დაიბადა, 20 ივნისს კი გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა

“9 აპრილს საქართველო დაიბადა, 20 ივნისს კი გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა,” – ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

“თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ადგილი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და დაიცავენ მის ღირსებას”- on.ge-ის ცნობით, ასე მიმართა ბერძენიშვილმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მიმართა.

რუსთაველის გამზირი კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. პარლამენტის წინ აქცია რამდენიმე საათია რაც  განახლდა.

აქციის მე-16 დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენა მწერლებს, პოეტებს, ისტორიკოსებს და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებს ეთმობათ.