პროტესტის მე-16 დღეს, პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლა გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, 14 წლის ბრიტანეთის მოქალაქემ შეკრებილ საზოგადოებას ქართულ და ინგლისურ ენაზე მიმართა და მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია.
“მე ნახევრად იამაიკელი ვარ და ნახევრად მეგრელი და ვცხოვრობდი ლონდონში 7 წელი. ვარ ბრიტანეთის მოქალაქე. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა მოხდეს მე არ მინდა რომ წავიდე სხვა ქვეყანაში. მე მინდა აქ დარჩენა და დრამატულად რომ ვთქვა, აქ გავატარო ჩემი ბოლო წუთები“- განაცხადა აქციის 14 წლის მონაწილემ
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციის მე-16 დღეა. ხვალ კი, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სასახლემდე “თავისუფლების მარშს” გამართავენ.
