აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად, ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ნევადიას შტატის ქალაქ ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე – წყნარი ოკეანის სანაპირომდე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
