LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთაში.  ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა.

როგორც ცნობილი გახდა, სატვირთოს მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.