LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ცნობით, თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ

თუშეთში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. შსს-ს ინფორმაციით, თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.