LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის სასწრაფოს მანქანაში ქალმა იმშობიარა

ფოთიდან სენაკის სამშობიარო სახლისკენ მიმავალ სასწრაფოს მანქანაში ფოთელმა ქალმა იმშობიარა. ექიმის ინფორმაციით, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

“შემოვიდა გამოძახება, რომ ორსულ ქალბატონს ასტკივდა მუცელი. ბრიგადა დროულად მივიდა და ადგილზე გაუწია მას პირველადი დახმარება. რის შემდეგ ქალბატონი მოათავსეს მანქანაში, რათა საავადმყოფოში გადაეყვანათ. მანქანის დაძვრიდან დაახლოებით 10 წუთში დაეწყო მას მშობიარობა. ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი და დაიბადა გოგონა, ოჯახისთვის მეორე შვილია . დედა და შვილი ჰოსპიტალიზირებულ იქნა სენაკის სამშობიარო სახლში,“- ამბობს ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე.

მენეჯერი ამბობს, რომ ფოთში სამშობიარო სახლის დახურვის შემდეგ, ასეთი შემთხვევები გახშირდა.