თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ვერტმფრენით თელავის საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებულთა ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.
