ეივა მექსმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. ამერიკელმა მომღერალმა ყველასთვის მოულოდნელად, ორი ახალი სიმღერა გამოუშვა. სინგლებს – Freaking Me Out და Blood, Sweat & Tears ჰქვია.
შეგახსენებთ, რომ ეივა მექსმა პოპულარობა ჰიტით – Sweet but Psycho მოიპოვა. MTV Video Music Awards-ზე, რომელიც 26 აგვისტოს ნიუარკში გაიმართება, 25 წლის შემსრულებელი ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაშია წარდგენილი. ის კონკურენციას ბილი აილიშს, ელა მაის, H.E.R.-ს, Lil Nas X-ს, Lizzo-სა და Rosalíaს გაუწევს.
