LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:48-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ახალმთვარეობა, ანუ მზის და მთვარის ენერგიის ლომის ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა ნეგატიურად აისახება ნებისმიერის განწყობაზე, ადამიანებში მოიმატებს აგრესია და დეპრესიის განცდა, დაიძაბება ურთიერთობი, გაზრდის კონფლიქტების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება, გაიაზრეთ ყველა ნაბიჯი, რათა ცდუნებებს აყოლილმა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. განეწყვეთ პოზიტიურად, რადგან დღევანდელი ფიქრები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ თქვენს მომავალს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად წარმატებული დღეა ახალი საქმის დაწყებად, ფინანსური ოპერაციებისა და სავაჭრო გარიგებების გასაფორმებლად, სესხის ასაღებად და საცხოვრებლის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას, გარუჯვას და მზის აბაზანების მიღებას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ღორის და ცხვრის ხორცი, ცხიმიანი და შებოლილი საკვები, ტკბილეული და ცომეული.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმოსური ძალების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, ქალწული, მორიელი და თევზები.