LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 აგვისტოდან ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

საქართველოში 4 აგვისტოდან მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 3 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექია ნავარაუდევი, 4 აგვისტოდან კი, ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

4 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.