აუცილებლად შეასრულეთ ყველა გაცემული პირობა, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ საკუთარ დაპირებებზე პასუხისგება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო-საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად და სავაჭრო გარიგებების გასაფორმებლად, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად. ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, ახალი ნაცნობობა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ყავისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმოსური ძალების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ქალწულს, მორიელს და თევზებს, სირთულეების დაძლევა მოუწევთ ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.
