თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული.
