LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კარდენახში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში თანასოფლელმა ცივი იარაღით 48 წლი მამაკაცი დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობები მხარისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. მას დახმარება გურჯაანის საავადმყოფოში გაუწიეს და უკვე სახლშია გაწერილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. გამოძიება 117 მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის, დაჭრაში ბრალდებული ახალგაზრდა დაკავებული არ არის