LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან

ამ წუთებში ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს და ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა წარუდგინეს.