ბილი აილიში V Magazine-ის ახალი ნომრის სახეა. მომღერლის ფოტოები ამერიკული ჟურნალის საიუბილეო გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება. ჟურნალი წელს 20 წლის იუბილეს ზეიმობს.
ჟურნალისთვის ინტერვიუ 17 წლის შემსრულებელთან, ფარელმა ჩაწერა. ასკეტურ-მისტიკური ფოტოსესიის ავტორად, ჰოლანდიელი მოდის ფოტოგრაფების დუეტი – Inez and Vinoodh მოგვევლინა.
საიუბილეო V Magazine დახლებზე 26 აგვისტოდან გამოჩნდება.






