LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ ეკრანს მიღმა თვალი 5-ჯერ უფრო ნაკლებად ხამხამებს“ – ოფთალმოლოგი თამარ კვიტაშვილი გაჯეტებსა და მხედველობაზე

რამდენად ხშირია ბავშვებში მხედველობის დარღვევა, რომელ ასაკში უვლინდებათბავშვებს მხედველობის პრობლემები. რამ უნდა აფიქრებინოს მშობელს, რომ მისშვილს მხედველობის პრობლემები აქვს, რა უნდა ვიცოდეთ ფერადი თვალის, მხვედლობის კორექციისა და  გაჯეტებით გამოწვეული რისკების შესახებ – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა–ოფთალმოლოგმა თამუნა კვიტაშვილმა ისაუბრა. კითხვაზე , არის თუ არა გაჯეტებისა და ტელეფონის სისტემატიური მოხმარება მხედველობის გაუარესების მიზეზი, ექიმი–ოფთალმოლოგი გვპასუხობს: 

„ტექნოლოგიური პროგრესი და გაჯეტების ასეთი ხშირი მოხმარება სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ყველაზე ხშირი გაჯეტების გამოყენების შედეგად გამოწვეული დაავადება არის ”მიოპია” ანუ შეძენილი ახლომხედველობა, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად ზრდის ტენდენცია ახასიათებს. გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად არასწორ მხედველობით რეჟიმს, ანუ დიდი ხნით ახლო მაძილზე მხედველობით დატვირთვას, უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ დაავადების გამოვლენაში. ეპიდემიის სახელწოდებითაც კი არის მოხსენიებული მთელს მსოფლიოში ”მიოპია”, მაშტაბური კვლევები ტარდება ყველა მიმართულებით, რათა მაქსიმალრად დავიცვათ ეს ბავშვები პათოლოგიური მინუსებისა და ციფრების მიღწევისგან. მთავარი პრინციპი კი ნორმალური მხედველობითი რეჟიმის დაცვაა, რაც მოიცავს იმას, რომ ყოველ 20-30 წუთში ერთხელ ბავშვის თვალმა უნდა დაისვენოს. თვალი ისვენებს მაშინ, როდესაც არის დახუჭული, ან მზერას ვაფიქსირებთ 6 მეტრით და უფრო მოშორებით არსებულ საგნებზე. გაჯეტები ასევე იწვევს აკომოდაციის აპარატის დარღვევებს, სიელმის განვითარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს და ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც კომპიუტერების და გაჯეტების ხშირ მოხმარებასთან არის ასოცირებული. ეკრანს მიღმა თვალის 5-ჯერ უფრო ნაკლებად ხამხამებს ვიდრე ბუნებრივ პირობებში, შესაბამისად მეტია თვალიდან ცრემლის აორთქლების ალბათობა. ეს კი მშრალი თვალის სინდრომს იწვევს.“