ბახმაროს გზაზე ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მართვით სუნთქვაზეა და ახლა ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია.
მანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთმა გადმოხტომა მოასწრო
ავარია ბახმაროს გზაზე - დაშავებულია ორი ადამიანი
„19 აგვისტოს ბახმაროში ავარიისას ჩემი ბავშობის მეგობარი ნიკა გელაშვილი. გთხოვთ დამეხმარეთ მეგობრის გადარჩენაში.
ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია.
ამჟამად ნიკა იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, სახის ყველა ძვალი ჩამტვრეული აქვს, ორივე ფილტვი დაბეჟილი და დაზიანებული, ამასთანავე ანთებითი პროცესია ფილტვებზე და არსებობს სეფსის საფრთხე, აქვს მრავლობითი დაზიანება გულ-მკერდის არეში, აღენიშნება მოტეხილობები ლავიწის ძვალსა და მეექვსედან მეთერთმეტე ნეკნის ჩათვლით.
მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურად მძიმეა. საჭიროა მრავალჯერადი ქირურგიული ჩარევა.
ანგარიშის ნომერი- საქართველოს ბანკი GE46BG0000000161639909
მიმღები: ქეთევან პატარაშვილი
TBC ბანკი – GE60TB7775645061100017
მიმღები: ნინო გელაშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
