მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობას „იბერიას“ შენობიდან და მათი ტექნიკიდან დაიწყებენ, „იბერიას“ ყოფილმა ჟურნალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ თუკი „რუსთავი 2“-ში მისვლა მიიჩნევა არაკოლეგიალურ საქციელად, იგივეა „იბერიასთან“ მიმართებაში, საიდანაც გამოშვებულ ჟურნალისტებს კომპენსაციები დღემდე არ აუღიათ. ამ მოსაზრებას ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გამოუხატა სოლიდარობა, თუმცა აღნიშნა, რომ „იბერიაზე“ სწორედ იმ პირობით მივიდნენ, რომ მათ ხელფასებს გადაუხდიდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელფასები გადახდილია და სასამართლო დავა კომპენსაციებზე მიდის.
ნანუკას ამ პოსტს გამოეხმაურა ინგა გრიგოლია და „იბერიას“ ყოფილ ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუხატა:
ნანუკა ჟორჟოლიანი „იბერიას“ ყოფილ ჟურნალისტებს პასუხობს
იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები გაარკვევენ მათ პრობლემას სასამართლოში.
„მე მესმის მათი რეაქციის,ნანუკა, რთულია, შენი კუთვნილი კომპენსაცია არ გადაგიხადონ და არ გაბრაზდე ამ დროს დამქირავებელზე, ასე კატეგორიული ნუ იქნები. იქ ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი მუშაობდა და ვიცი, რა გადაიტანეს. მაგალითად ჩემი ბიძაშვილი, ვიდეო-ინჟინერი გოგო, რა დღეში იყო, როცა თავისი კუთვნილი ორიოდე თეთრის აღებისთვის იბრძოდა…
ის, რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ და ყველა შანსი გამოიყენოთ ეთერში გასასვლელად, აუცილებელია და იცი ჩემი პოზიცია, მაგრამ „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლების გაბრაზებაც ძალიან ადეკვატურად მეჩვენება, იმიტომ, რომ ხალხი პამპერსის ფულს ითხოვდა და არა მილიონებს, თანაც კუთვნილ ფულს და კომპენსაციას“.
ინგას ამ კომენტარის შემდეგ ნანუკამ ასეთი რამ დაწერა:
„რომ მესმის მაგიტომ ვუპასუხე, ინგა. მაგრამ სოლიდარობა რომ დაივიწყეს, მეწყინა და ამ დავაშიც მათ ვუსურვე გამარჯვება. კატეგორიული ტონი სხვაგან ვნახე მე. მეორე ისაა, რომ იჯარის გარდა შემხებლობა იმ კომპანიასთან არ არსებობს და მიუხედავად ამისა, შესვლამდე ჩვენი პირველი პირობა სწორედ ეს იყო. მათთვის დავალიანების დაფარვა. როცა გავიგე, რომ საქმე სამართლებრივ წარმოებაშია, ამიტომაც დავწერე ის, რაც დავწერე“.
