საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამაზ დევაძის შეწყალების თაობაზე განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს.
როგორც მდინარაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მისთვის პრეზიდენტის მხრიდან რამაზ დევაძის შეწყალება მიუღებელი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა.
სოციალურ ქსელში გიორგი იმედაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც ბათუმში მომხდარ ამბავს იხსენებს, ამბავს, რომელსაც პოლიციელი თარაშ მუკბანიანი შეეწირა.
„თარაშმა დაინახა, როგორ ჩაგრავდნენ გოგოს და გამოესარჩლა. მოკლეს... მკვლელი პრეზიდენტმა შეიწყალა...“
„მით უმეტეს, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრობის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით. არ მგონია, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იყოს, ვისაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მოეწონებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
