LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ“ -თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წამყვანს [ვიდეო]

“მე მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ” — ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს. წამყვანს აინტერესებდა, გაგრძელდებოდა თუ არა წარსულის პრაქტიკა, როცა საქართველოს პრემიერ მინისტრის შეცვლის შემდეგ, ყოველთვის იცვლებოდნენ რეგიონის პირველი პირები.

თორნიკე რიჟვაძემ კი განაცხადა, რომ ეს საკითხი ბევრჯერ დაისვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან და ”დაოკება” ურჩია.

წამყვანის კითხვაზე, ვის “დაოკებას” ითხოვდა ის, ტელევიზიის თუ წამყვანის, რიჟვაძემ არ უპასუხა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ლიგიტიმური კითხვა დასვა, რადგან ,,იცვლებოდნენ პრემიერები იცვლებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე”

“ეს თქვენი გადაწყვეტილებაა რას დაეთანხმებით და რა არ მოგეწონებათ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

https://www.facebook.com/AjaraTV/videos/233300650910309/?v=233300650910309