LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიაში მატჩის დაწყების წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

ედინბურგში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მიმდინარე სარაგბო მატჩის დაწყებამდე უხერხული ინციდენტი მოხდა. ორგანიზატორებს შეცდომა მოუვიდათ და საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს.

“დიდება” საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი იყო 1918-1921 წლებში. ასევე, საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.

2004 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია “თავისუფლება”.

 

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს შოტლანდიას „დინამო არენაზე“ დავუხვდით და  10:44 წავაგეთ, ახლა კი იგივე გუნდს სტუმრად ვეთამაშებით.

10:44 - საქართველოს შოტლანდიის გამოცდაზე გაუჭირდა, ექვსი ერი სხვა დონეა

ერთ კვირაში შოტლანდიაშიც ვითამაშებთ ბოლო ტესტ მატჩს და მერე მსოფლიო თასია.