ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა – კახეთში უამინდობაა, რამაც რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. გურჯაანის მერის ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. სააგენტოს ცნობით, 20-დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგეტო
გურჯაანის მერის ინფორმაციით, დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანიც , თუმცა ჯერჯერობით ადგილობრივ მერიას ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.



რაც შეეხება ყვარლის რაიონს, აქ ერთ-ერთ სოფელში ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საბავშვო ბაღის ჭიშკარს დაეცა და დააზიანა.
როგორც ცნობილია, ამ წუთებში სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.
