საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ – გია ვოლსკი ირონიულად აღნიშნავს, რომ ხაზარაძე ხან ჩრდილოვან კაბინეტზე, ხან მზიან, გაბრწყინებულ საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ბიზნესმენის საზოგადეობრივი მოძრაობა ბიბლიურ-ლირიულ-კომიკური პრეზენტაცია იყო. „ხაზარაძემ პროგრამაზე მეტი უნდა ილაპარაკოს, ასევე პროკურატურის კითხვებს გასცეს პასუხები “17 მილიონი დოლარის აორთქლებაზე”, – აცხადებს ვოლსკი.
ბიზნესმენი გია ვოლსკისთვის ფინანსური სანქციის დაკისრებას ითხოვს
ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ - ბიზნესმენი ოცნების დეპუტატს უჩივის
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ქართული ოცნება ახლა მხოლოდ საკუთარ დღის წერიგსა და კაბინეტზეა კონცენტრირებული. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი მათი მთავრობის წარმატებაა.
„ დისკუსიაში ვერ შევალთ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. შეუძლიათ, ისე იმოქმედონ, როგორც ტაქტიკურად სწორად მიაჩნიათ. ჩვენ ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია გვაქვს, რაც ჩვენთვის არის მთავარი”, – აცხადებს კობახიძე.
დადებს თუ არა საპარლამენტი არჩევნებზე ხაზარაძე "ლელოს"?
ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი - როგორ აფასებენ ხაზარაძის "ლელოს"
