საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ აჟიოტაჟს ეხმიანება, რომელიც მის გუშინდელ ინტერვიუს და კონკრეტულად ქრისტიანობაზე ხაზგასმას მოჰყვა.
სააკაშვილმა ყველას, ვისაც მისგან ქრისტიანულ ფასეულობებზე ხაზგასმა გაუკვირდა, ქართული, ხუთჯვრიანი დროშა გაახსენა.
მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას ქრისტიანობის წინააღმდეგ ქმედებებში ადამაშაულებს
საქართველოში 600 ეკლესია ავაშენე - მიხეილ სააკაშვილი
“იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა, ჩვენს ქრისტიანულ ფასეულობებზე. საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ მეგობრებო?
ეს არის არა მხოლოდ, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება. ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა. ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს, ვეფუძნებით წარსულში საუკეთესო რაც გვქონდა. ჩვენ შევთავაზეთ ქართველებს ყველაზე ინოვაციური პროგრამა და საქართველო გავხადეთ ნომერ პირველი რეფორმატორი. ახლაც გვაქვს ყველაზე ინოვაციური გეგმები, რომელიც საქართველოს კვლავ მოწინავე პოზიციებზე გაიყვანს რეგიონში. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ ვართ ძალიან ტრადიციულები და ძალიან ინოვაციურები და გაბედულები,“ – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც ველოსიპედით სეირნობამდე გადაიღო.
მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, რომ ხალხთან ახლოს იყვნენ:
„ყველა კოლეგას მინდა მოვუწოდო: იყავით უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან, მხოლოდ მოიგებთ!“
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მწვავე განცხადებები და ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა – მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ ინტერვიუში გიგა ბოკერია ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.
“ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო „ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”, – ამბობს სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში.
