LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერამ Born This Way ჩემი ცხოვრება შეცვალა” – აცრემლებული გულშემატკივარის წერილი ლედი გაგას (ვიდეო)

ლეიდი გაგამ  განაცხადა, რომ მისი ახალი კოსმეტიკური ხაზი „Haus Laboratories” ყველასთვის  იქნებოდა განკუთვნილი და მან ეს პირობა შეასრულა.

ახლახანს, ვიდეო გავრცელდა, ლეიდი გაგას ფანმა, ბრენდონ გალასმა ვარსკვლავისგან საჩუქრად მაკიაჟის პაკეტი მიიღო. ვიდეოს დასაწყისში  ბრენდონი გაგასთვის მიწერილ ემოციურ წერილს კითხულობს, სადაც აღნიშნავს, თუ როგორ გახდა ვარსკვლავი მისი ცხოვრებისეული ინსპირაციის წყარო.

„სიმღერამ “Born This Way” კარდინალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მე ოჯახში დავბრუნდი”– აცხადებს აცრემლებული გულშემატკივარი.

შემდეგ კი კადრში მოულოდნელად თავად ვარსკვლავი ჩნდება. მას შემდეგ, რაც ლეიდი გაგამ თავადაც გაუკეთა ბრენდონს მაკიაჟი, მათ გულითადად ისაუბრეს.