LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ კიდევ ერთი მაგარი მინივენი შექმნა

ტოკიოს ავტოსალონზე ახალი ბიზნეს-ვენის Toyota GranAce-ის პრემიერა შედგა. ავტომობილის ძარის სიგრძე 5,2 მეტრი, სიმაღლე კი 1,97 მეტრია. ბიზნეს-ვენი ჩვეულებრივი მიკროავტობუსისგან მეტალიზირებული დეკორით და სალონის მდიდრული გაფორმებით განსხვავდება. სალონის დასამზადებლად მწარმოებელმა ძვირფასი ტყავი და ხის დეტალები გამოიყენა. მინი-ვენში ადგილი 6 ადამიანისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დამკვეთის სურვილის შემთხვევაში კიდევ ორი სკამის დამატება შეიძლება.

რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მხარეს, გარდა სტანდარტული სისტემებისა, მას ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა და ფეხითმოსიარულეთა თუ ველოსიპედისტთა ამომცნობი ფუნქციაც აქვს.

Toyota GranAce მოძრაობაში 2,8 ლიტრის მოცულობის დიზელს მოყავს. ძრავის სიმძლავრე 163 ცხენიის ძალაა და ის ექვს-დიაპაზონიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.