1959 წელს „პორშე“ 356 Speedster-ს უკვე აღარ უშვებდა, თუმცა ორეგონის შტატში მდებარე ატელიემ გადაწყვიტა, სედანი თავისი ხელით აეგო.
ატელიე Emory Motorsports ექსკლუზიური კლასიკური ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი და როგორც წესი, საწყის წერტლად ისინი მოდელ 356-ს ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე.
კომპანიის ახალ პროექტს Porsche 356 Speedster Aquamarine ეწოდება. ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ 1959 წლის „პორშე“ თავიდან კუპე იყო, თუმცა სერიოზულ ავარიაში მოხვდა და სახურავი დაუზიანდა.
ატელიეს სპეციალისტებმა გადაწვიტეს, რომ ამ სიტუაციით ესარგებლათ და სახურავი საერთოდ მოეშორებინათ. გარდა ამისა, ავტომობილმა უფრო მძლავრი ძრავიც მიიღო და 4 ცილინდრიანი 1,6 ლიტრის აგრეგატის ნაცვლად 2,4 ლიტრის „ოთხიანით“ დაკომპლექტა. მისი სიმძლავრე 205 ცხენის ძალაა და ის ოთხსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. Speedster-ის მასა 839 კილოგრამია და ეს მონაცემები შთამბეჭდავიც სწორედ ამის გამოა.














