LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ძმაო? არ სცემ შენ პატივს ქურდებს?” – თბილისში გამოჩნდა არასრულწლოვანთა ჯგუფი, რომელიც ბავშვებს აბულინგებს 

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალაქში არასრულწლოვანთა ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც პატარებს აბულინგებს.

ასეთ რაღაცას შევესწარი აქ უბანში (განახლ.აღმაშენებელზე) დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი, პირველად 6 ბავშვი იყო, მეორეზე 4. მაქსიმალური წლოვანება 12 წლამდე. დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც, ესეთ საუბარს შევესწარი:
– ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე ბიჭო გესმის.
– ბავშვი დაითრგუნა, შეეშინდა, მშობლები გამიბრაზდებიანო უთხრა
– რა ძმაო ? არ სცემ შენ პატივს ქურდებს ? და ასე შემდეგ შეგვამჩნიეს და გადაინაცვლეს სხვა მხარეს. ცოტა ხანში კაი ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა მესმოდა.
გუშინ კიდევ ბურთს ართმევდნენ ბავშვს, პირველ-მეორე კლასელი იქნებოდა გაუძალიანდა და ოთხივე მიაწვა ქურდული ბაზრით. იქ ვიდექით ორი უფროსი ჩავერიეთ …. ამ ლაწირაკებმა ჩვენც საკმაოდ უხეშათ მოგვმართეს, ბოლო ბოლო გავყარეთ.
ეს რა ხდება ! ! ! 
ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი ?
ვისი პოზიციაა ?
P.S. ეს მსუბუქად აღწერილია ეს ყველა ე.წ. ,,ბაზარი” ორივე შემთხვევაში კაი ხანს მიდიოდა 
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში ?- წერს ნიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/niccolotoreli/posts/2695192400519605