LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მჯდომი და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.