LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელვა“ მაქქუინის საუკეთესო მეგობარი ახალ მფლობელს ეძებს

ტენესის შტატში მცხოვრებმა ავტომოყვარულმა გასაყიდად დისნეის ანიმაციის -„მანქანების“ პერსონაჟი გამოიტანა. ავტომობილი 1955 წლის GMC-ის ბაზაზეა აწყობილი და მისი საწყისი ღირებულება 50 ათასი დოლარი იქნება.

სატვირთო მუშა მდგომარეობაშია და მისი მფლობელი სხვადასხვა დღესასწაულებზე ძალიან ხშირად ჩნდებოდა ხოლმე. ავტომობილის ძრავი წინა წელს მთლიანად დაშალეს და განაახლეს, ასევე ის DVD-სისტემით აღჭურვეს და გამაძლიერებლებიც დაუყენეს.

ავტომობილის პატრონმა ცნობილი ხელოვანიც მოიწვია, რათა მას სატვირთოს ნახატი სწორად შეესრულებინა. საქარე მინაზე თვალებიც კი დახატეს, საიდანაც გზა მშვენივრად ჩანს.

ხოლო, რამდენად კანონიერი მსგავსი ავტომობილით გადაადგილება – ეს უკვე სხვა საკითხია.