LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen უპილოტო მოდელების შექმნას ძალიან სერიოზულად მიუდგა და ცალკე კომპანია შექმნა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა შვილობილი კომპანია Volkswagen Autonomy გახსნა და მისი მოვალეობა კონცერნისთვის უპილოტო სისტემების შექმნა იქნება. გავრცელებული მოსაზრებთ, მეოთხე თაობის ავტოპილოტები კომერციულ ტრანსპორტზე მომავალ ათწლეულში გაჩნდება.

ახალ ბრენდს ორი შტაბ-ბინა ექნება და ორივე მშობლიურ გერმანიაში განთავსდება. მომავალ წელს ოფისი კალიფორნიაში, 2021 წლისთვის კი ჩინეთშიც გაიხსნება.

ავტონომიური ტექნოლოგიების დანერგვას მწარმოებელი პირველ რიგში კომერციულ მოდელებზე გეგმავს. საუბარია, როგორც უპილოტო ტაქსებზე, ასევე ტვირთის გადამზიდ ფურგონებზე.

შეგახსენებთ, რომ Volkswagen Autonomy უპილოტო სისტემების მეოთხე თაობაზეა ორიენტირებული, რაც მართვის პროცესში ადამიანის მინიმალურ ჩარევას გულისხმობს.