LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გავიხსენოთ საკულტო ავტომობილები

ავტომოყვარულებს შეუძლიათ გაუთავებლად იკამათონ, „სკაილაინის“ რომელი ძარა იყო საუკეთესო, მართალი იყო თუ არა Toyota როცა კლასიკური 2JZ-ის აგრეგატი BMW-ს ძრავით ჩაანაცვლა, რამდენად გამართლებული იყო ორმაგი ფარების შექმნა და ა.შ.

თუმცა, არის ერთი საკითხი რომელზეც ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი თანხმდებიან, მოძრავი (ან იგივე დახურული) ფარი ეს არის ყველაზე საყვარელი დეტალი, რომელიც ავტომწარმოებლებს ოდესმე შეუქმნიათ. მსგავსი ფარები თითქმის ყველას მოსწონდა და მათდამი ნოსტალგია იმ ადამიანებსაც კი აქვთ, ვინც ელექტროფიკაციისა და ავტონომიური ტექნოლოგიების დამკვიდრების მომხრეა.