LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე გამოიყურება 56 წლის ბრედ პიტი „ოქროს გლობუსის“ მოგების შემდეგ (ფოტო)

„ოქროს გლობუსის“ მოგების შემდეგ, ბრედ პიტი დაჯილდოვებების იმ სერიას უერთდება, რომელსაც ამერიკა უახლოეს თვეებში უმასპინძლებს. მთავარი კი ოსკარებია, სადაც მსახიობი სავარაუდოდ, ლიდერებს შორის მოიაზრება. იქამდე კი 56 წლის პიტი გლობუსის მოგების შემდეგ პირველად გამოჩნდა. პაპარაცბმა ის ნიუ-იორკში დააფიქსირეს. პიტი ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ასევე გამოჩნდა ქუენტინ ტარანტინოც.

ბრედ პიტი ჯინსის შარვალსა და ბორდოსფერ პიჯაკში იყო გამოწყობილი. მის ანსამბლს კი ტრადიციისამებრ, შლაპა და ნაქსოვი შარფი ასრულებდა.