პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საშობაო არდადეგების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ. სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ პრინც არჩისთან ერთად შობა კანადაში გაატარეს, ამჯერად კი პროტოკოლით გათვალისწინებულ საქმიანობას უბრუნდებიან. პირველი ვიზიტი ჰარიმ და მეგანმა კანადის სახლში დაგეგმეს, რომელიც ლონდონში მდებარეობს.
მეუღლეები ტრადიციასამებრ, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ მედიასთან. მეგან მარკლიმ ამჯერად არჩევანი ყავისფერ ანსაბლზე გააკეთა. მას ღია ფერის პალტო და ამავე ფერის ქვედაბოლო ეცვა, რომელიც ასევე ყავისფერ სვიტერთან და ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. მედიამ უკვე გაარაკვია, რომ ანსამბლი „მასიმო დუტის“ ეკუთვნის, რაც ეხება ფეხსაცმელს, ის „ჯიმი ჩუს“ კოლექციიდანაა შერჩეული.





