პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიერ სამეფო ვალდებულებებზე უარი ისევ დასავლური მედიის მთავარი თემაა. ეს თემა განსაკუთრებით აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში. მაგალითად ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ მომხმარებელმა რაიან კარტერმა გამოიყენა ზმნა to Meghan Markle, რაც თარგმნა როგორც „მეგანმარკლობა“. ეს ზმნა ამიერიდან დაინერგა, როგორც რაღაც სიტუაციიდან, ვალდებულებიბიდან, სირთულეებიდან თავის დაღწევის ამსახველი სიტყვა.
ეს იდეა მალევე აიტაცეს ინტერენტმომხმარებლებმა. ვარაუდობენ, რომ ახალი სიტყვა ინგლისურში მალე დაინერგება და ის საკუთარი თავის პატივისცემასთან იქნება დაკავშირებული. ამ ახალ სიტყვას ლექსიკონში გავლენიანმა გამოცემამ „გარდიანმა“ სტატია მიუძღვნა და აღწერა, როდის უნდა გამოვიყენოთ ის ლექსიკონში.



