LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის კადრი: როგორც იცავს წვიმისგან პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს (ფოტო)

27 იანვარს მსოფლიოს მასტაბით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ნაცისტური გერმანიის მასშტაბური გენოციდის ისტორია უკვე 75 წელს ითვლის. ამ დღეს ვესტმინსტერში სპეციალური მიღება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიიღეს.

კემბრიჯის ჰერცოგინიამ ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტში #HolocaustMemorialDay, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ გადარჩენილი ადამიანების საპატივცემულოდ დაარსდა. ქეითი თავად გახდა ფოტოსერიების ავტორი და ფირზე სწორედ ეს ადამიანები აღბეჭდა. მათ შორის იყვნენ ივონა ბერშტეინი და სტივენ ფრანკი. ახალ ემოციურ ფოტოსესიაში ჰოლოკოსტის ტყვეებმა შვილიშვილებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

რაც ეხება მიღებას, ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა ნაცრისფერ პალტოში. ყველაზე ემოციური ამ დღის კადრებს შორის კი მომენტია, როდესაც ღონისძიებაზე წვიმიან  ამინდში მიმავალ ქეითს წვიმისგან ქოლგით პრინცი უილიამი იცავს. როგორც წესი, სამეფო ოჯახის წევრებს, პროტოკოლით გრძნობების საჯაროდ გამოხატვა ეკრძალებათ, თუმცა იშვიათი კადრები ფოტოგრაფების ობიექტივში მაინც ხვდება.