თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავს ხუთ ადამიანი ემსხვერპლა, ორს კი სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებს.
როგორც პროვინციის გუბერნატორმა მეჰმეთ ემინ ბილმეზმა განაცხადა, სამაშველო ოპერაციის დროს შვიდი ადამიანი გადაარჩინეს.
დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი, რის გამოც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ზვავი ბაჰჩესარაის რაიონში ბაჰჩესარაი-ვანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩამოწვა და მიკროავტობუსი და გზის საწმენდი მანქანა მოიყოლა.
ბაჰჩესარაის რაიონი მაღალი მთებით არის გარშემოტყმული და მკაცრი ზამთრით გამოირჩევა.
